Sunday, March 19, 2017

დღე მე-9

დღეს დავამთავრეთ მუშაობა სასწავლო პროექტზე.ასევე ვისწავლეთ INTEL-ის სახელმძღვანელოში "საავტორო უფლებების ნებართვის წერილი,ბლოგის გზამკვლევი,POWER POINT-ის ინსტრუქციის შესახებ ინფორმაციის მოძიება  და მათი შენახვა ჩვენს მიერ შექმნილ საქაღალდეში" კურსის რესურს"-ში.
დღეს ასევე ვისწავლეთ პორთფოლიოს განთავსება  ბლოგზე.
აღნიშნული ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის.ვისწავლე ბუკლეტების შქმნა, სასწავლო პროექტის შაბლონის შექმნა.

პორტფოლიო

პორტფოლიოს სანაცხავად გადადით ბმულზე

Sunday, March 5, 2017

V დღე

დღეს ჩვენ გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშებს.მოვირგეთ მოსწავლის როლი და აღნიშნული თემიდან გამომდინარე  პრეზენტაციის სახით  შევქმენით მოსწავლის  სავარაუდო ნიმუშის პრეზენტაცია. ასევე გავეცანით რა განსხვავებაა ბუკლეტებსა,ფლაიერსა  და ბროშურებს შორის.ვისწავლეთ ბუკლეტების შევსების წესები და მივიღეთ დავალება აღნიშნულ თემაზე.

Saturday, March 4, 2017

დღე IV

დღეს შევისწავლეთ შექმნილი პროექტის მიხედვით  პრეზენტაცის შექმნა.პრეზენტაციაში წარმოვადგინე თემა "მესხეთის ღირსშესანიშნაობები, კერძოდ ვარძიის სამონასტრო კომპლექსი".თემას წარადგენენ ნაქალაქევის საჯარო სკოლის  საბაზო საფეხურის VIII კლასიის მოსწავლეები. პრეზენტაციაში წარადგინეს ვარძიის შესახებ მოკლედ დასმული შეკითხვები. მოსწავლეები იცნობენ თემასთან დაკავშირებულ მიმართულებიის მიმცემ საკვანძო კითხვებს, მაგალითად, რამდენად ღირებულია ღირსშესანიშნაობები ჩვენი ქვეყნისთვის?,როგორ გესმით ტერმინი ღირსშესანიშნაობა?,როდის და ვის მიერ აიგო ვარძია?,როგორი იყო იმ პერიოდში ისტორიული ფონი?, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მისი როგორც ისტორიული ძეგლის როლი?.
   პროექტის და შესაბამისად ამ პრეზენტაციის მიზანია  ის,რომ მოსწავლეები გაეცნობიან მესხეთის,კერძოდ ვარძიის შესახებ ინფორმაციას.შეაგროვებენ და შეაფასებენ მოძიებულ ინფორმაციას.გამოიყენებენ სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ მასალებს.
   პრეზენტაციის შექმნის დროს ვისწავლეთ სლაიდებისთვის ფერადი ფონის შერჩევა,ანიმაციების ფონის შექმნა  და მუსიკის დადება.